6 აგვისტო, 2019

მევიოლინე მარიამ ობოლაშვილმა უნგრეთში გაიმარჯვა

მევიოლინე მარიამ ობოლაშვილმა უნგრეთში გაიმარჯვა15 წლის ქართველმა მევიოლინემ – მარიამ ობოლაშვილმა უნგრეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა.

“არტინფო” უკვე წერდა მარიამზე და მის ნიჭიერებაზე. იგი გასულ წელს 42000 ბრიტანული ფუნტის დაფინანსებით ლონდონის ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა.

სულ ახლახანს კი მარიამმა თავისი ნიჭიერება კიდევ ერთხელ დაამტკიცა – იაპონელი და ტაივანელი მონაწილეების გვერდით ღირსეულად წარსდგა და თავის ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებაც მოიპოვა.

ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე მარიამს პირველი პრემია მიენიჭა. კონკურსის თავმჯდომარე ლეგენდარული მევიოლინე შლომო მონცი იყო. მეორე ადგილი იტალიელმა მევიოლინემ დაიკავა, მესამე ადგილი კი კანადელმა მევიოლინემ მიიღო.