მომღერალი მებო ნუცუბიძე საუკეთესოთა შორის მოხვდა.
უკრაინული “ვოისის” ერთ-ერთმა მწვრთნელმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა ის რჩეული კონკურსანტები დაასახელა, რომლებმაც პროექტში მისი მოხიბვლა ყველაზე მეტად შეძლეს.
საუკეთესო ოცეულში მეშვიდე ადგილზე ქართველი მომღერალი მებო ნუცუბიძეა:
“ახლა გამომიგზავნეს ეს ვიდეო.
შენი მწვრთნელის შერჩეულ ყველა დროის საუკეთესო 20-ეულში რომ ორჯერ მოხვდები, უკვე დიდი ბედნიერებაა.”