მამაოების პროტესტი პეტრას ციხეზე დაგეგმილ ფესტივალს

მამაოების პროტესტი პეტრას ციხეზე დაგეგმილ ფესტივალსპეტრას ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილ ფესტივალს მამაოები აპროტესტებენ.

ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ:

“SOS
რეივერებო – კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მამაოებისა და მათ მიერ ანგაჟირებული მოსახლეობისაგან დევნილობაში.

წუხელ გვიან ღამით მოულოდნელად ჩამოკრა განგაშის ზარმა – ფესტივალის ორგანიზატორების სახელზე მოვიდა სასულიერო პირებისა და ქობულეთის მოსახლეობის კოლექტიური საპროტესტო წერილი რომელსაც 160-მდე ხელმომწერი ჰყავს. მათი მთავარი მოთხოვნაა არ ჩატარდეს “კაზანტიპი” პეტრას ციხის ტერიტორიაზე.

გაიცანით ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მამაოების კურთხევით ეწინააღმდეგებიან პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს საკლუბო და საფესტივალო ტურიზმი, ღირსეულ მედია გამოცემებში მუდმივად იწერება ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე. უამრავი ადამიანი ჩამოდის კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ორანიზატორებს აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ახალი ლოკაცია აუცილებლად იქნება აჭარაში ზღვასთან ახლოს 10 აგვისტოს იგივე არტისტებით!

იმედს ვიტოვებთ, ლოკაციის შეცვლა არ დაგვაბრკოლებს და ქართული რეივი ისევ ერთ მუშტად შეკრული ვიცეკვებთ.

GR fest-ი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის.”

მამაოების პროტესტი პეტრას ციხეზე დაგეგმილ ფესტივალს