24 აგვისტო, 2019

ლეონარდო დიკაპრიო ბუნების გადასარჩენად

ლეონარდო დიკაპრიო ბუნების გადასარჩენადჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო დედამიწაზე ბუნების გადასარჩენად სოლიდურ თანხებს ხარჯავს.

მსახიობმა 100 000 000 დოლარი გაიღო ველური ბუნების გადასარჩენად. დიკაპრიოს მიერ დაარსებული ფონდი უკვე 20 წელია სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს და ცხოველებისა და მცენარეების გადასარჩენად დიდ თანხებს გამოყოფს.

ერთ-ერთი ბოლო პროექტი – 15 მილიონი დოლარის ღირებულებით – აფრიკაში განხორციელდა. დაფინანსდა ჟირაფების გადარჩენის პროგრამა. ეს ულამაზესი ცხოველები გადაშენების პირას არიან. თანხის გადარიცხვის მომენტიდან დღემდე კონგოს ხეობაში ბრაკონიერული ნადირობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.