7 აგვისტო, 2019

ლაილაში – ივრითზე შესრულებული უნიკალური ბიბლიის სავანე

ლაილაში - ივრითზე შესრულებული უნიკალური ბიბლიის სავანელეჩხუმის სოფელი ლაილაში იმით არის ცნობილი, რომ იქ ინახებოდა ივრითზე შესრულებული X საუკუნის უნიკალური ბიბლია.

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ლეჩხუმის სოფელ ლაილაშს უფრო ახლოს გვაცნობს:

“ლეჩხუმში არის ასეთი სოფელი – ლაილაში. სახელი გაითქვა იმით, რომ აქ ინახებოდა ივრითზე შესრულებული X საუკუნის უნიკალური ბიბლია.

ბოლო წლებში ლაილაში ცნობილი გახდა აუზით ხედით ლაჯანურზე, რომელიც ოქრონიშის წყაროთი ივსება.

თავად ამ წყაროს აკაკიმ ლეჩხუმში მოგზაურობისას სტროფიც კი მიუძღვნა.

ლაილაში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ერთ-ერთი მრავალეროვანი სოფელი იყო საქართველოში. აქ ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები, სომხები, ბერძნები და ისეთი სიამტკბილობა ჰქონდათ, აქ მეგობრობის აღმნიშვნელი ქვაც კი დადგეს.

ლაილაში - ივრითზე შესრულებული უნიკალური ბიბლიის სავანე

ახლაც რომ ახვიდეთ ლაილაშში, ყველა ეროვნების სალოცავს ნახავთ.

ლაილაშელებმა იცოდნენ, რომ მთავარი ადამიანობაა და საქართველო ყველასთვის საზრუნავ-მოსაფრთხილებელი ქვეყანაა.”