კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში გაიხსნება

კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში გაიხსნება25 აგვისტოს ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

ფესტივალი მისი აღდგენიდან მე-11 წელია იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში აჟღერდება: პეტრე ჩაიკოვსკის სერენადა, შესვენების შემდეგ კი ფესტივალის სტუმრები მოისმენენ სამუელ ბარბერის ადაჟიოს სიმებიანი ორკესტრისთვის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტს No. 1.

კლასიკური მუსიკის მოყვარულთა წინაშე წარსდგებიან სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, დავით შამანაური – საყვირი და ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი.

პეტრე ჩაიკოვსკი – სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის

სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის შედგება 4 ნაწილისაგან. ჩაიკოვსკი მიიჩნევდა, რომ პირველი ნაწილი იყო მოცარტის სტილის იმიტაცია და იგი კლასიკური სონატინის ნელი შესავალის ფორმაზე იყო დაფუძნებული. პარტიტურის მეორე გვერდზე ჩაიკოვსკი წერდა: „რაც უფრო მეტი შემსრულებელია სიმებიან ორკესტრში, იგი მით უფრო მეტად შეესაბამება ავტორის სურვილებს.“
ნაწარმოების მეორე ნაწილი, ვალსი, თავად გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ნაწარმოები.
1880 წლის 3 დეკემბერს სერენადა დაიდგა მოსკოვის კონსერვატორიაში, როგორც კერძო ჩვენება, ხოლო ნაწარმოების პირველი საჯარო გამოსვლა 1881 წლის 30 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.

სამუელ ბარბერი – ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის

ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის სავარაუდოდ ბარბერის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. კომპოზიტორმა მისი არანჟირება 1936 წელს დაასრულა, იმავე წელს, როდესაც დაწერა მისი ცნობილი კვარტეტი.ნაწარმოები პირველად შესრულდა 1938 წლის 5 ნოემბერს, NBC-ის სტუდიის რადიოგადაცემაში, NBC სიმფონიური ორკესტრის მიერ, რომელსაც არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა. 1940 წელს ტოსკანინიმ ეს ნაწარმოები მისი სამხრეთამერიკული ტურის დროსაც შეასრულა NBC სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

დიმიტრი შოსტაკოვიჩი საფორტეპიანო კონცერტი No. 1

ნაწარმოების საკონცერტო პრემიერა შედგა 1933 წლის 15 ოქტომბერს,ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სეზონის გახსნაზე. ორკესტრს დირიჟორობდა ფრიც სტრიდი, საყვირის პარტიას ასრულებდა ალექსანდრე შმიდტი, ხოლო ფორტეპიანოსთან თვით დიმიტრი შოსტაკოვიჩი იჯდა. შოსტაკოვიჩმა ბრწყინვალედ დაუკრა კონცერტი და საზოგადოებამ ნაწარმოები ოვაციით მიიღო და მისი მოთხოვნით კონცერტი განმეორებით შესრულდა 17 ოქტომბერს. მიუხედავად სათაურისა, ნაწარმოები უფრო ზუსტად კვალიფიცირდება, როგორც ორმაგი კონცერტი, საყვირის და ფორტეპიანოს თანაბარი როლების გამო. ნაწარმოების პრემიერიდან წლების შემდეგ შოსტაკოვიჩი წერდა, რომ თავდაპირველად მას დაგეგმილი ჰქონდა, დაეწერა კონცერტი საყვირისა და ორკესტრისთვის და ფორტეპიანო მოგვიანებით დაამატა, რის შემდეგაც ნაწარმოებმა ორმაგი კონცერტის სახე შეიძინა. ეს გენიალური ნაწარმოები შეიცავს და ამავე დროს პაროდირებს მრავალ მუსიკალურ ნაწარმოებს და მასში ავტორი ფართოდ იყენებს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ციტატას.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.
ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი .

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.
პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.