იძულებით დატოვებული თეატრი და “გლოვოს” კურიერობა

იძულებით დატოვებული თეატრი და "გლოვოს" კურიერობა– იძულებით დატოვებული თეატრი და “გლოვოს” კურიერობა – ეს არის ჩვენი რეალობა, რომელსაც მუსიკოსი თამუნა შენგელია გვიზიარებს:

“მიუხედავად ამდენი უბედურებისა, ზოგჯერ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო შემთხვევას გამოყავხარ წყობიდან. მეც ახლა ასე ვარ გამწარებული.

სანამ ვიღაც უკმაყოფილო და ნაწყენი, ევროპის კურორტიდან გვამცნობს სამწუხარო ამბავს, რომ ფეისბუქს ებუტება და ტოვებს, მე ვტოვებ ჩემს სამშობლოს და ბოლო ჩემოდნებს ვალაგებ. სადილის მზადებისთვის არ მცალია და GLOVO-დან ვუკვეთავ პიცას. კარი იღება და მოტოციკლეტის კასკით, მხრებზე მოკიდებული ყვითელი ყუთით, აუტანელი სიცხისგან გატანჯული ჩემი მეგობარი დგას:

კინოსა და თეატრის ნიჭიერი მსახიობი, წესიერი, საყვარელი და კეთილი კაცი, ოთხი შვილის მამა.

ჩემმა ძალიან, ძალიან ნიჭიერმა და გონიერმა დედამ მომცა ცოცხალი მაგალითი, რომ ღირსეული ადამიანი ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობს და როცა საჭიროა, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს.

არც მე, და მითუმეტეს არც დედაჩემს ცხვირი არ აგვიბზეკია და კეთილაინდისიერად გვიკეთებია ის საქმე, რაც სულაც არ გვაინტერესებდა, გვჯეროდა რა, რომ ასე იქცევიან ძლიერი და ღირსეული ადამიანები. ხოლო უთავმოყვარეო და მდაბიო, ხელგაშვერილი და პირღია შეჰყურებს მასზე მდიდარს ან ძლევამოსილს, მოწყალების მოლოდინში, მაშინაც კი, როცა სულაც არ უჭირს – ეს ხასიათია და იმიტომ. ამ ტიპის ხალხისთვის ცხოვრება გამარტივდა, ეს მათხოვრობა “გაკეთილშობილებული” და შენიღბულია – არა პირდაპირი მათხოვრობა, არამედ “სიკეთე” სოციალური მდგომარეობის, სამეგობრო წრის, კარიერის, თუ საარჩევნო ხმების სანაცვლოდ – ერთი სიტყვით, ვის რა სჭირდება იმას ყიდულობს.

მაგრამ ეს სხვა თემაა… კისერიც უმტვრევია მყიდველსაც და გაყიდულსაც.

მოკლედ, ეს ჩემი მეგობარი იძულებული გამხდარა დაეტოვებინა თეატრი და დღეს გლოვოს კურიერად მუშაობს და 40 გრადუს სიცხეში დადის წინ და უკან.

ეხლა ვზივარ, დავყურებ ამ პიცას და როგორც კვირიკაშვილი იტყოდა, კეთილებს “ვუტრიალებ” ყველა გათახსირებულს და ჯიბგირს, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე, ყველა მთავრობის ხანაში ღრღნის ამ ქვეყანას – ვანო ჩხარტიშვილით დაწყებული, და დამთავრებული დღეს უკვე წელგამართული, ამაყად თავაწეული, და თან ეკლესიური, იგივე ვანო ჩხარტიშვილით, ყველა სხვა ოხრის და მამაძაღლის გავლით.

კურიერი კარგი სამუშაოა, მაგრამ მსახიობად დაბადებული რომ კურიერობს, ხოლო კურიერად დაბადებული კი ავანსცენაზე დგას და ნაყიდი ოვაციებით ტკბება, ეგაა უსამართლობა. მრცხვენია, მაგრამ ვიტყვი, რომ ზოგჯერ ამის ბოღმა მერევა და ამიტომაც მინდა ვთქვა: სადაც ეს ანომალია ნორმადაა ქცეული, ეგეთ საზოგადოებას და ქვეყანას მოუ….”