17 აგვისტო, 2019

გურჯი ხათუნის საფლავი აღმოჩენილია

გურჯი ხათუნის საფლავი აღმოჩენილიაგურჯი ხათუნის საფლავი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა:

“თურქეთის ქალაქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას.”

გურჯი ხათუნი, რომელსაც აღმოსავლეთის მზეს უწოდებდნენ, თამარ მეფის შვილიშვილი, მეფე რუსუდანის ასული, რუმის სასულთნოს დედოფალი, თამარ ბაგრატიონია.

მამამისი არზრუმის გამგებლის ტოღრილის ძე მოღის ედ-დინი იყო. იგი რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს მიათხოვეს. სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებელი მისი ვეზირი მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანა გახდა და მაშინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო.

გურჯი ხათუნის საფლავი აღმოჩენილია