გიორგი პაპკიაური დუმილს არღვევს

გიორგი პაპკიაური დუმილს არღვევსმომღერალი და მხატვარი გიორგი პაპკიაური, რომელიც კოჯრის ბავშვთა სახლში გაიზარდა, დუმილს არღვევს და საზოგადოებას იმ ქალბატონს აცნობს, რომელიც იუსტიციის სახლთან “ღნავის”:

“ეს ქალბატონი, რომელიც ღნავის” – კი არ ღნავის, ტკივილი და ცხოვრების უსამართლობა აწუხებს! აწუხებს უგულო და ცივი გონებით მოაზროვნე ხალხი! სტკივა თქვენი ქედმაღლობა და ამპარტავნობა.

“ეს ქალი, რომელიც ღნავის” ჩემთან ერთად გაიზარდა კოჯრის ბავშვთა სახლში, იყო ულამაზესი გოგო, სიცოცხლითა და მომავლის იმედით სავსე მიუხედავად სიდიხჭირისა!

უყვარდა მუსიკა, ბევრი სიცილი და სიყვარული! ცხოვრებამ მის ტკივილს ტკივილი დაუმატა და დღეს ის ამ მდგომარეობაში იმყოფება, მდგომარეობაში, რომელშიც არავის არ ვუსურვებ ყოფნას!

იუსტიციის სახლი კი არ არის სახელმწიფოს სახე, ეს გოგოა სახელმწიფოს სახე! სახელმწიფოსი, რომლის მთავრობაც ყურადღებას არ აქცევს გაჭირვებულ ადამიანებს, ადამიანებს რომლებსაც წამლის საშუალებაც კი არ აქვთ! კვებაზე ზედმეტია საუბარი და ფუფუნების საგნებზე! “მათხოვარს” ეს სიტყვა ყოვლად მიუღებელი და დამამცირებელია ოღონდ ამით ის ადამიანი არ მცირდება ვინც მოწყალებას ითხოვს, ამით ის მცირდება, ვინც გაჭირვებულს მათხოვარს უწოდებს! “მოითხოვე და მოგეცემა” – ის უბრალოდ ითხოვს და თქვენ არ გესმით! სულ ეს არის.

პ.ს ჩემს მეგობრებს კი მოგმართავთ… ხათუნასთვის მინდა შევაგროვო სამოსი, ნივთები რაც ქალს ესაჭიროება და ასევე ფინანსები. ერთად დავეხმაროთ მას.”