26 აგვისტო, 2019

გიორგი გილიგაშვილის საჩუქარი მსმენელს

გიორგი გილიგაშვილის საჩუქარი მსმენელსგიორგი გილიგაშვილის ლექსები და სიმღერები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგელობს.

“ჩემმა მზემ” – ასეთი მეტსახელი შეარქვა ხელოვანს მაყურებელმა და ეს ფრაზა მისი სასაუბრო ლექსიკონიდანაა.

გიორგიმ ამერიკაში ყოფნისას ვიდეორგოლის გადაღება გადაწყვიტა. მისი კლიპი ლოს ანჯელესში, მალიბუსა და ლას ვეგასში კატერინა კლიშინასა და გიორგი მეგრელიშვილის მონაწილეობით ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაიღო.

სიმღერას ჰქვია “მიყვარდა” და მისი ტექსტის და მელოდიის ავტორი თავად გიორგია. მხიარულ და ენერგიულ სიმღერას მასთან ერთად იელოუ ბენდი, ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი ასრულებენ.