30 აგვისტო, 2019

„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდაკლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა და 2 სექტემბრიდან თბილისში გადაინაცვლებს.

მესამე დასკვნითი კონცერტი ბათუმში 28 აგვისტოს ჩატარდა და ქართველ კომპოზიტორებს სულხან ცინცაძეს და ვაჟა აზარაშვილს მიეძღვნა.

მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნიმ და ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონმა შეასრულეს ბენჯამინ ბრიტენის უბრალო სიმფონია, პაბლო სარასატეს კარმენ ფანტაზია, სულხან ცინცაძის მინიატურები და ვაჟა აზარაშვილის კონცერტი ჩელოსთვის.

ფესტივალი ლიანა ისაკაძემ დააფუძნა, ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელები გიორგი და ლიანა ისაკაძეები არიან. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ”ღამის სერენადების” საბაზო ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები”.

28 აგვისტოს ”ღამის სერენადების“ ბათუმში დაგეგმილი კონცერტები დამთავრდა. 2 სექტემბრიდან ფესტივალი თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.

„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

მაია ხაჯაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი:

„მოხარულები ვართ, რომ ფესტივალის პარტნიორები ვართ. პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანი და გამორჩეული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფესტივალმა ტურისტული სეზონი გაალამაზა. ღონისძიებაზე ბევრი სიუპრიზი ვიხილეთ. მისი უნიკალურობა ისაა, რომ ყოველ წელს, ცნობილი მუსიკოსების მოსმენასთან ერთად, ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენის საშუალება გვეძლევა.

კიდევ ერთხელ მადლობა ფესტივალის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს, რომ ასეთი ლამაზი საღამოები აჩუქეს ბათუმს. ვისურვებდი, რომ მალე დადგეს დრო, როცა „ღამის სერენადები“ ისევ აფხაზეთში გაიმართება.”

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„დასრულდა ბათუმის ნაწილი და უკვე განვიცდი ნოსტალგიას მშვენიერი ქალაქის არაჩვეულებრივი მსმენელისადმი. პუბლიკას შევთავაზეთ ჟანრულად მრავალფეროვანი მდიდარი პროგრამა, ჩვენმა ვარსკვლავებმა, სოლისტებმა და ორკესტრმა ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით შესანიშნავად შეასრულეს როგორც უცხოური, ასევე ეროვნული ნაწარმოებები. მე მათ უდიდეს მადლობას ვუხდი ამისათვის და მადლობა ყველა მხარდამჭერს.”

ანა ლიზა ბეზროდნი, მევიოლინე:

„აღფრთოვანებული ვარ ქართული პუბლიკით. როგორი ემოციური მსმენელები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ, კვლავ დავბრუნდი საქართველოში და მონაწილეობა მივიღე ფესტივალ „ღამის სერენადებში“. მადლობა გიორგი ისაკაძეს, ჩემს მეგობარს და უნიჭიერეს მუსიკოსს. ყველაზე სასიამოვნოა მუსიკოსისთვის მქუხარე აპლოდისმენტები“.

იან ერიკ გუსტავსონი, ჩელისტი:

„ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოები შევასრულე სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად. ძალიან ემოციური საღამო იყო. რეპეტიციებს თავად კომპოზიტორი ესწრებოდა. ძალიან სასიამოვნო განცდაა“.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედიამხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი   არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.