18 აგვისტო, 2019

გაეცით მასტერს პასუხი!

გაეცით მასტერს პასუხი!მომღერალ მასტერს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალური და ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის უმნიშვნელოვანესია:

“დიდი” რუსეთის მთავრობავ, რა ვერ გაძეხი, ბიჭო, რა ვერ გაძეხით?!

რამდენი უნდა გადმოიწიოთ, სად მოდიხართ, ვის ტერიტორიაზე მოდიხართ?

თუ ოკუპაციას იმით აპრავებთ, რომ ვითომ ჩვენ დავიწყეთ ომი, ახლა ხომ არ არის ომი და სროლები არც ერთი მხრიდან და რაღას მოცოცავთ და მოდიხართ?

ან თუ არ გინდათ რომ ნატოში გავწევრიანდეთ, რაღაც დიპლომატიას მაინც მიმართეთ და იმის მაგივრად, რომ ცოტა დაათბოთ ჩვენთან ურთიერთობა კიდე მიწები და ტერიტორიები მიგაქვთ…

ერთი კითხვა მაქვს, არ ვიცი პასუხი, უბრალოდ მაინტერესებს. ამ დეფაქტო, ე.წ საზღვართან რომ დავაყენოთ სამხედრო მცირე შეიარაღებული ჯგუფი მაინც შემოიწევიან? მე ვფიქრობ არ გაბედავდნენ მაგდენს, სულ რომ მიგდებულია მაგიტომ უფრო უმარტივდებათ, ვფიქრობ, ამ ხაზის გადმოწევა. არ ვიცი შეიძლება მე ვერ ვიაზრებ სიტუაციას და მაინტერესებს მცოდნის აზრი.”