14 აგვისტო, 2019

ერეკლე მეფე და გეორგიევსკის ტრაქტატი

ერეკლე მეფე და გეორგიევსკის ტრაქტატიერეკლე მეფე გეორგიევსკის ტრაქტატისთვის ბევრჯერ გაუკიცხავთ.

ისტორიკოს გიორგი კალანდიას კი მიაჩნია, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ძალიან ბევრი რაღაცის გამოყენება შეიძლება ამ დოკუმენტში საჩვენოდ და ქართველთა სახეიროდ:

“1783 წელს, როდესაც ერეკლე II-მ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, ქართველთა ხელმწიფე ამ დოკუმენტში მოიხსენიება შემდეგი ტიტულატურით: “ხელმწიფე ივერიისა ქუეყანისა, ქართლისა და საქართუელოისა თავადთა და ყაბარდთოს ქუეყანისა, ჩერქეზთა და მთიურთა თავადთა და სხუათა მემკვიდრე და ხელმწიფე მფლობელი, კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა“.

ტრაქტატის ტექსტში ერეკლე ბაგრატიონის ამ ტიტულარით მოხსენიება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა სრულად აღიარებდა ქართველთა მეფის უფლებებს ჩამოთვლილ ტერიტორიებზე!

აი, სულ ცხვირწინ უნდა უფრიალო ეს დოკუმენტი რუსებსაც და ჩვენს ზოგ-ზოგიერთ მეზობელსაც, ჩვენს დარდუბალობას კი “სამძღვარი არა აქვს”, რადგან ტრაქტატი გვეზიზღება, შიგ ჩახედვა არ გვინდა, არადა რამდენი რაღაცის გამოყენება შეიძლება ამ დოკუმენტში საჩვენოდ და ქართველთა სახეიროდ!”