13 აგვისტო, 2019

ეკა კვალიაშვილს იწუნებენ

ეკა კვალიაშვილს იწუნებენმომღერალ ეკა კვალიაშვილს იწუნებენ. ხელოვანს, რომელიც მაღალი კლასის შემსრულებელია, კონცერტების ორგანიზატორები რეპერტუარში ფანოღის არარსებობის გამო უარს ეუბნებიან:

“კონცერტის დაგეგმის დროს ისმის კითხვა: – და ფანოღი გაქვს რეპერტუარში? შენ სერიოზულ, გემოვნებიან სიმღერებს მღერი და რა ვიცი, მგონი ვერ გაიგებენ… და ამას მერამდენედ ვისმენ.

სამწუხაროა, უკაცრავად, მე მაპატიეთ, რომ ვერც აქ და ვერც ემიგრაციაში მყოფებს, ვერ გთავაზობთ ტაში ტუში ფელამუშ სიმღერებს, მე მაპატიეთ, რომ ხელოვნებას პატივს ვცემ და მაღალი კლასის შემსრულებლების მოტრფიალე ვარ.

კიდევ ერთხელ უკაცრავად, რომ ნამდვილი, ქართული, ქალაქური სიმღერა არ ჩავანაცვლე აზერული და სომხური ფანღით ქართულ ენაზე, ამის გამო, გემოვნების და როგორც აღმოჩნდა, მაღალი ხარისხის გამო, თურმე ვერ ვატარებ კონცერტს.

ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რა გაეწყობა, თავი ხომ უნდა ვირჩინო, გადავალ ტაში ტუში ფელმუში…”