23 აგვისტო, 2019

ეკა კვალიაშვილი ლუბა უსპენსკაიას წინააღმდეგ

ეკა კვალიაშვილი ლუბა უსპენსკაიას წინააღმდეგმომღერალი ეკა კვალიაშვილი თავის რუსი კოლეგას ლუბა უსპენსაკაიას აკრიტიკებს. ამის მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევაა:

“სრულიად შემთხვევით წავაწყდი ჩემს სიმღერას ლუბა უსპენსკაიას შესრულებით, არც უფლება, არც კითხვა შეიძლება თუ არა.

ამ სიმღერაზე აფანატებს სრულიად რუსეთი. ასე არ შეიძლება. თან ავტორის სახელი და გვარი არ აქვს მიწერილი – ვისია სიმღერა. ყველაფერს საზღვარი აქვს. ალიონა ივანცოვამ დამირეკა და მკითხა, თუ შეიძლება რომ კორპორატიულზე ვიმღერო ეს სიმღერაო და ეს ძალიან სწორი დამოკიდებულება და კოლეგიალობაა.

ამ შემთხვევას აუცილებლად გავარკვევ. ამას მე – ეკა კვალიაშვილი ვამბობ და ამის მერე მთელ მსოფლიოში, დაწყებული საქართველდან და ჩემი კოლეგებიდან, გაივლიან ჩემთან რამდენად შესაძებელია ამა თუ იმ სიმღერის შესრულება, მე ყველა ჩემს სიმღერაზე საავტორო პატენტი მაქვს დაცული და ამის მერე, მე ვიცი.”