“და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარზე

ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომლის მსოფლიო პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, შვედეთმა ოსკარზე წარადგინა.

ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე ნახეს და დააჯილდოვეს კიდეც.

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.