“ჩემი ცოლის დაქალები” დასრულებულია

"ჩემი ცოლის დაქალები" დასრულებულიასერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” დასულდა.

8 წლის განმავლობაში სერიალის ასპარეზი ტელეკომპანია “რუსთავი 2” იყო.

გაგრძელდება თუ არა სერიალი და სად შეძლებს მის ნახვას ათასობით მაყურებელი ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი საღინაძემ გაავრცელა:

“დასრულდა “ჩცდ”-ს მორიგი სეზონი. 8 წელის განმავლიბაში ამ სერიალის ასპარეზი იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”, მინდა მადლიერება გამოვხატო ამ არხის მიმართ, მრავალწლიანი, ძალიან ნაყოფიერი და, ვფიქრობ, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის.

შემოდგომაზე ახლი არხის ეთერში შევხვდებით, რომელიც ჯერ არ არსებობს და არც სახელი აქვს, მაგრამ აუცილებლად იქნება ძალიან მალე.

“ჩცდ”-ც ახალი იდეებით და ენერგიით დაგიბრუნდებით. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ქმნის ამ სერიალს და თუნდაც მცირედი წვლილი აქვს შეტანილი მის არსებობაში. მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით, მივმართავ ჩვენს მაყურებელს – გვიყვარხართ.”