11 აგვისტო, 2019

ბრალდებები ნიკა ანთიძეს

ბრალდებები ნიკა ანთიძესკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკა ანთიძეს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ეროვნული საგანძურისთვის მეტი ყურადღების მიქცევას სთხოვს:

“მიუხედავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უხერხემლო მცდელობისა, ყინწვისის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძარში, რომელიც ისტორიული და სახელოვნებო მხრივ უდიდესი ეროვნული საგანძურია, შეეჩერებინა ადგილობრივი წინამძღვრის მიერ თვითნებურად დაწყებული ახალი იატაკის დაგება, პროცესი უკვე დასრულდა.

სახეზეა კიდევ ერთი ვანდალიზმი – სპეციალიტების, რესტავრატორთა და ხელოვნებათმცოდეთა და შესაბამისი სახელმწიფო ისტიტუტების იგნორირება და გაბაიბრუება.

სახედრის როლში მყოფი სახელმწიფო ამ დამცირებას ითმენს, აქაოდა სამღვდელოება საარჩევნოდ გვჭირდება და არ გავაღიზინოთო, მაგრამ სანაცვლოდ ითელება ეროვნული საგანძური, რესტავრაციის და დაცვის წესები და კანონმდებლობა. სახეზეა ზოგიერთი საეკლესიო პირის თავხედური ქცევა, ზოგად ეროვნული და საერთო-საეკლესიო საკუთრების კერძო საკუთრებად დაპატრონების ტენდენცია, საკუთარ გემოზე გადაკეთება-გადმოკეთება და სახელმწიფო ინსტიტუტთა და საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის სისუსტე-სიჩლუნგე. ასეთი თვითნებობები ხომ მასობრივად იქცა მაგ ეპარქიაში და ბევრგან სხვაგანაც. პირფერობამ, უმეცრებამ, კანონის უგულვებელყოფამ და ეგოიზმმა დაღუპა ქართველი ერი…

პ.ს. ძალიან მძიმედ მოგეკითხებათ სამომავლოდ ეს კონფორმიზმი და უმოქმედობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოვ, ნიკა ანთიძე – ერთი ხელით აკეთებთ, მეორეთი აფუჭებთ. უნდა გრცხვენდეთ! ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევის ცენტრი – თქვენი ცენტრი საერთოდ ცოცხალია და არსებობთ?! რატომ ხართ ჩუმად ამდენ უკანონობაზე და კულტურული მემკვიდრეობის მუდმივ დაზიანებაზე?!”