19 აგვისტო, 2019

ბაკურ სვანიძე ვასო ფხაკაძის წინააღმდეგ

ბაკურ სვანიძე ვასო ფხაკაძის წინააღმდეგბაკურ სვანიძე იუმორისტ ვასო ფხაკაძეს აკრიტიკებს. ერთ დროს კოლეგებს შორის შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც “რუსთავი 2”-ზე ერთობლივი მუშაობის შემდეგ მათი გზები გაიყო.

ბაკურ სვანიძე ვასო ფხაკაძის განცხადებამ გააღიზიანა:

”USA?
Europe?
“დაგასკლინტათ” ორ თავიანმა არწივმა თავზე და ქენით რამე!
Russia is an occupier!”

ბაკურ სვანიძე:

“აუ, მითხარით ვინმემ რომ ეს მონტაჟია და ფეიკია რა! ბიჯო! შენ ის ვასო ფხაკაძე არა ხარ 2007 წელს სულ .ლეზე რომ გეკიდა ხალხის უმოწყალო რბევა ქუჩებში? ის ხალხი მშვიდობიანად იდგა უბრალოდ და იქ ურტყეს გამეტებით! მერე რიყეზე გადავიდა ხალხი, სადაც არც ერთი სამთავრობო შენობა არ დგას 2 კილომეტრის რადიუსში და იქ დაასისხლიანეს ხალხი! აფთიაქებში და საავადმყოფოებში უვარდებოდნენ ადამიანებს და ასახიჩრებდნენ!

შენ ის არ ხარ, მაშინ რომ გაოცებული მიყურებდი მე პირადად ბაკურ სვანიძეს, რომელიც ხმამაღლა ვაპროტესტებდი ამ ყოველივეს და მეკითხებოდი: .ლეზე რატომ არ გკიდია ვის ცემენ და ვის არაო?

შენ ის ვასო ფხაკაძე არა ხარ, შენი კოლეგებიც რომ გეკიდა როცა “იმედზე” შევარდნენ ავტომატიანები?
აჰ, ახლა გაგისკდა “ჩაგრულთა სოლიდარობის ბუშტი”, როცა შენი ნაგავი ბელადი მიშას მიერ მოწყობილი შტურმი პარლამენტის შენობაზე კრახით დასრულდა?

შენ ის ვასო ფხაკაძე არა ხარ, მე 2008-ში რომ ვთქვი, ყველას გვისმენენ ეს დედამოდღნულები მეთქი და მიპასუხე: “მისმინონ მერე რა მოხდა, სახელმწიფოა და უნდა გვაკონტროლონ, სამაგიეროდ კაი ხელფასებს ვიღებთო!”
ეგ ვასო ფახაძე არ ხარ შენ თუ მეშლება რამე?

ა, მაშინ იხუმრე ხო?

კაი და, ახლა გამახსენდა და ამასაც ვიტყვი ბარემ – სადღაც წავიკითხე, ძალიან გათანამედროვებულხარ და უკვე “ბნელ” და “ჩამორჩენილ” “ღრუზინებსაც” გვაგინებ…

ბიჯო! შენ ის ვასო არა ხარ ეკლესიაში მართლა ისე უაზროდ რომ ურახუნებდი თავს, გიორგა ჯანელიძე ამის გამო დაგცინოდა და მერე დაბადების დღეზე ხუმრობით წიგნი “მუჰამედის ცხოვრება” გაჩუქა…

შენ კიდე – “ამ უწმინდურობას მე სახლში არ წავიღებო” – და გაბრაზებულმა იქვე, ოფისში შკაფის უკან ნაგავში მოისროლე – ეგ არა ხარ შენ?

რავი, ის “მუჰამედის ცხოვრება” მე – “ბნელმა ღრუზინმა” ამოვიღე მაშინ ნაგვიდან და ახლაც სახლში მაქვს…
ჰა, თუ ძაან “გატოლერანტდი” დაგიბრუნებ, გინდა?”