ბადრი მაისურაძე დააწინაურეს

ბადრი მაისურაძე დააწინაურესთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე დააწინაურეს. იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა:

“თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გულითადად ულოცავს თავის უსაყვარლეს სამხატვრო ხელმძღვანელს, ბადრი მაისურაძეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვას.

უსურვებს მას ისეთივე დიდი წარმატებით წარემართოს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავისი საქმიანობა, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდა მსოფლიო საოპერო სცენებზე როგორც შესანიშნავი მომღერალი და საუკეთესო სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც ააღორძინა დიდი ტრადიციების მქონე თბილისის ოპერის თეატრი.”