2 აგვისტო, 2019

არჩილ გომიაშვილის ორიგინალური გამოცდა ნდობისთვის

არჩილ გომიაშვილის ორიგინალური გამოცდა ნდობისთვისმსახიობი არჩილ გომიაშვილი ქართველი მაყურებლისთვის უბრალოდ კოსტაიაა მიხეილ ჭიაურელის ფილმიდან “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” ან დიდებული ოსტაპ ბენდერი ლეონიდ გაიდაის ფილმიდან “12 სკამი”.

ბოლო პერიოდში მსახიობი ბიზნესით იყო დაკავებული და ადამიანებს ნდობისთვის ორიგინალურ გამოცდას უწყობდა.

ერთ-ერთი ისტორია მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ გაიხსენა:

“არ ვიცი არჩილ გომიაშვილი ბიზნესისთვის უკეთესი იყო, თუ უფრო ნიჭიერი მსახიობი იყო. ორივეში წარმატებული კი იყო, ახალ-ახალ ბიზნესს ეძებდა ხოლმე და გამოსდიოდა საქმე.

ერთხელაც რაღაც ბიზნესი წამოიწყო და პარტნიორს ეძებდა. გამოუგზავნეს სანდო ადამიანი, ძალიან კარგი და პატიოსანი ყმაწვილიაო. ისაუბრეს, შემდეგ აჩიკომ უთხრა, მე ახლა საქმის დაწყებისთვის 2000 დოლარს მოგცემო და გამოუტანა ფული, აჰა, დაითვალე აქ 2000 დოლარიაო და მეც მალე მოვალ, შენ დაითვალეო.

აჩიკო ცოტა ხნით გავიდა, მალე შემოვიდა და ჰკითხა:

– ნუ, ყველაფერი რიგზეაო?

– კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი რიგზეა!

– მაპატიეთ, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთო და გაისტუმრა.

თურმე აჩიკოს 2500 დოლარი მიუცია, მან კი უშეცდომოდ ჯიბეში ჩაიდო.

ასეთი გამოცდა მოუწყო აჩიკომ “პატიოსან კაცს”.