24 აგვისტო, 2019

არ წავშლოთ ვაჟა ფშაველას ნაკვალევი

ვაჟა ფშაველა: "არაფრის დარდი არა გვაქვს, ოღონდ ვსვათ, ვჭამოთ, ვიძინოთ!"ვაჟა ფშაველას შემოქმედებამ ნამდვილად გაუსწრო დროს. მისი ნაწარმოებები XXI საუკუნეშიც არ კარგად აქტუალობას.

დათია ბადალაშვილი გამოდის ინიციატივით, აღდგეს ყოფილი სკოლა დიდ თონეთში, სადაც ვაჟა ფშაველა ასწავლიდა:

“სოფელი დიდი თონეთი და გორა, სადაც ვაჟა- ფშაველა ორი წელი ასწავლიდა. თავის დროზე ეს შენობა ორთვალიანი იყო, რიკულებიანი აივნებით. ერთ თვალში სკოლა იყო, მეორე თვალში ვაჟა ცხოვრობდა ჯალაბით.

როგორც ამბობენ, აქ ეყოლა ლევანი, რომელიც მოგვიანებით, კომუნისტებმა შეიწირეს. აქ დაწერა “შვლის ნუკრის ნაამბობი” და სხვანი, რითაც ასეული წლებით გაუსწრო დროს.

ადამიანებმა, რომლებიც ვაჟას სახით შემოსულ განათლებას ებრძოდნენ, იძულებული გახადეს აქედან წასულიყო… მერე ეს შენობა სოფლის კლუბად გადაკეთდა და, რიგი მიზეზების გამო, ჩამოიქცა კიდეც.

ამ წლის ივნისში, გიორგი კეკელიძის, მუნიციპალიტეტის და სხვა კეთილი ადამიანების დახმარებით აღსდგა დიდ თონეთში ბიბლიოთეკა და ჩატარდა ვაჟაობა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით არ წავშლით ვაჟას ნაკვალევს თონეთში, დავაბრუნებთ მის იდეებს.

ჩვენი მიზანია ამ ადგილას აშენდეს თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც იქცევა მწერლების, ბიბლიოთეკარების და მასწავლებლების კულტურულ სივრცედ. მე მჯერა რომ შევძლებთ, ვაჟას სული დაგვეხმარება.”

არ წავშლოთ ვაჟა ფშაველას ნაკვალევი