ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის გაუჩინარების საიდუმლო

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის გაუჩინარების საიდუმლოცნობილი მწერლისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის გაუჩინარება დღემდე მისი შემოქმედების გულშემატკივრებისთვის დიდი გამოცანაა. ამ ისტორიასთან დაკავშირებით რამდენინე ვერსია არსებობს.

“პატარა პრინცის” ავტორის გაუჩინარება მოხდა ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში 1944 წელს, იყო მხოლოდ ვარაუდები რა შეიძლებოდა მოსვლოდა გენიალურ ფრანგს…

2008 წელს მოხუცმა გერმანელმა ჟურნალისტმა ჰორსტ რიპერტმა საზოგადოებას განუცხადა, რომ მან ესროლა და ჩამოაგდო დიდი ფრანგის თვითმფრინავი იმ ტრაგიკულ დღეს, როდესაც ისინი ცაში შეხვდნენ ერთმანეთს:

“მე არ ვიცოდი, ვის ვესროდი და ძალიან ვნანობ. მე რომ მცოდნოდა, ვინ იჯდა იმ თვითმფრინავის შტურვალთან, არასოდეს გავწირავდი. მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი…”

თუმცა გერმანელი მოხუცის ეს განცხადება სანდო არ არის, რადგან 2004 წელს თვითმფრინავი რომ იპოვნეს, არც ნატყვიარები ჰქონდა და არც სხვა რაიმე ჩამოგდების კვალი ეტყობოდა. გარდა ამისა, გამოითქვა ვარაუდი, რომ თვითმფრინავი ძალიან მაღალი სიჩქარით ვერტიკალურად შევიდა წყალში…

არსებობდა ორი თეორია – ერთის მიხედვით, საწვავი აღარ ეყო უკანა გზაზე, მეორე ვერსიით კი – ამ ასაკში ამ თვითმფრინავის მართვა ძალიან არასწორი გადაწყვეტილება იყო.