19 აგვისტო, 2019

ანტონ ბალანჩივაძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

ანტონ ბალანჩივაძის არაჩვეულებრივი ინიციატივამხატვარ ანტონ ბალანჩივაძის ინიციატივა თითოეულ ქართველს დააინტერესებს. საუბარია მცოცავ ოკუპაციაზე, რომელიც სულ უფრო მეტ ადამიანს აზარალებს:

“რასაც დავწერ, არ გამოვრიცხავ, რომ სულაც არ იყოს ეფექტური, მაგრამ იქნებ ღირდეს ცდად. ასეთი რამ შეიძლება გაკეთდეს – იმათ ჩამოჩოჩებულ ღობესთან ყოველ 5 კილომეტრში მაღალი, ბეტონის მონუმენტი დაიდგას, ჩამოისხას სასწრაფოდ, სადაც ეწერება რამდენი ადამიანი დაზარალდა, რამდენი მეტრი მიწა მოიჭრა, რამდენი სახლი დაინგრა და როდის გადმოიწია მავთულხლართებმა სიღრმეში.

ამავდროულად სამომავლოდ თუ ღობე კვლავ გადმოწიეს, თუნდაც 10 მეტრით და მონუმენტი მოანგრიეს, ახალი დაიდგმება უკვე გადმოწეულის ადგილას, სადაც წინა მონუმენტის ფოტოც და მონაცემებიც იქნება დეტალურად მოყვანილი, ნგრევის ფოტო მასალასთან ერთად, დატანილი იქნება ასევე რამდენი კილომეტრია რეალური საზღვრიდან შიგნით შემოწეული.

ამ მონუმენტების ჩამოსხმა ძვირი არ დაუჯდება სახელმწიფოს, რადგან ბეტონის იქნება და ზუსტად ერთ ყალიბში შეიძლება ჩამოსხმა, მხოლოდ რაიმე თვალშისაცემი ნიშნებით უნდა განსხვავდებოდეს.

ამ ობელისკების, ბოძების ფოტოები ინტერნეტით უფრო ადვილად შეიძლება გავრცელდეს, რომ თავად რუსეთშიც ნახონ ადამიანებმა რა საშინელება ხდება სინამდვილეში. საქართველოშიც კი ნაკვეთის ფოტოებით ძნელია ვინმემ რეალურად გაიგოს ეს მიწები სად იწყება და სად მთავრდება და რა სხვაობაა წინასა და ახალ ღობეს შორის.

ამ მაღალი მონუმენტების ფოტოებით კი ინფორმირება უფრო მოქნილად მოხდება მოქალაქეების მთელი ინტერნეტის მასშტაბით. ეს რაღაც ორიენტირებს მაინც გააჩენს, სხვა თუ არაფერი…

სამომავლოდ სადავო მაინც რომ აღარ იყოს, როგორ იზრდებოდა ე.წ. “საზღვრები”. რაც მთავარია, მონუმენტი არ იქნება “საზღვრის” საქართველოს მხრიდან აღიარება, რადგან “მემორიალის” ხასიათი ექნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დროებით, დიპლომატია სანამ “ემზადება”…