13 აგვისტო, 2019

ალექსანდრე ზაზარაშვილი საბავშვო ევროვიზიაზე უკრაინის სახელით?

ალექსანდრე ზაზარაშვილი საბავშვო ევროვიზიაზე უკრაინის სახელით?მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბავშვო ევროვიზიის შიდა ეროვნული კონკურსის ათ ფინალისტს შორის დაასახელა.

უკრაინული მედიის ცნობით, გამარჯვებული 19 აგვისტოს გამოვლინდება და სწორედ ის წარადგენს უკრაინას საბავშვო ევროვიზიაზე.

წელს საბავშვო ევროვიზია მე-17-ედ პოლონეთში 24 ნოემბერს გაიმართება.