4 აგვისტო, 2019

ალეკო შუღლაძის გაფრთხილება ტელევიზიას

ალეკო შუღლაძის გაფრთხილება ტელევიზიასმწერალ ალეკო შუღლაძის გაფრთხილება ქართული სატელევიზიო არხებისთვის საყურადღებოა არა მარტო მათი ხელმძღვანელებისთვის, არამედ მისი მაყურებლისთვისაც:

“მეგობრული რჩევა-გაფრთხილება ქართულ სატელევიზიო არხებს.

ჩემო ძვირფასებო, თუ კვლავ განაგრძობთ გულუბრყვილო ხალხის შემდგომ გამოთაყვანებას ძლიერ უნიჭო მატერიალისტური თურქულ-ინდური სერიალებით, თოქ-შოუებით, რომელშიც მხოლოდ ალალი გიჟები და ოსტატურად შენიღბული ბრიყვები იღებენ მონაწილეობას, თუ აზრს დაეკითხებით მხოლოდ იობარებს, ტრიპაჩებს, ბოროტებს, რელიგიური ფუნდამენტალიზმის წარმომადგენლებს და შემთხვევით ხალხს, თუ ადამიანებს გაჭყეპთ მხოლოდ ინფორმაციით და ერთჯერადი ცოდნით…

და იტრიალებს მხოლოდ ქერტლის, საფენების და იღლიის დამცავი სარეკლამო რგოლები…

… დიახ, გეთანხმებით, თქვენ საოცრად მოგემატებათ ერთგული მაყურებელი, რეიტინგი და ფული… მაგრამ!

მაგრამ იცოდეთ, რომ ორი წლის მერე, არჩევნებში, ამ ყველაფრით დაქლიავებული მასა ძალიან სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს.”