აღმოჩენა სვანეთში

აღმოჩენა სვანეთშისვანეთში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სვანეთის სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის Vlll-Vl საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა.

მესტიის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, როდესაც მესტია-უშგულის საავტომობილო გზის გაყვანის დროს ბრინჯაოს ხანით დათარიღებული თიხის ჭურჭელი (შუბის პირი, სამაჯურები, მძივები) აღმოაჩინეს.

მომდევნო წლებში, გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების შედეგად ეს ადგილი ბოგრაშის სამაროვნად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს იყო ნამოსახლარი და არა სამაროვანი.

წლევანდელმა არქეოლოგიურმა გათხრებმა კი ეს ვარაუდი დაადასტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილია სახურავი, იატაკი, ორნამენტირებული კერამიკა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის Vlll-Vl  საუკუნეებით თარიღდება.

წინარე ანტიკური ხანის გორა ნამოსახლარი აქამდე მდინარე ენგურის ხეობაში მხოლოდ სოფელ ხაიშში, ნაკრაში, უშგულსა და ეცერში იყო, 2019 წელს კი მათ რიცხვს სოფელ ბოგრეშის ნამოსახლარი შეემატა.

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია მესტიის მუნიციპალიტეტში 2011 წლიდან მუშაობს და ეს ექსპედიცია სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ხორციელდება.

აღმოჩენა სვანეთში

აღმოჩენა სვანეთში