20 აგვისტო, 2019

აჩიკო ნიჟარაძე – “ეს არის ჩმორი ადამიანების პოზიცია!”

აჩიკო ნიჟარაძე - "ეს არის ჩმორი ადამიანების პოზიცია!"მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ დროა ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეთ და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია საკადრისად გავაპროტესტოთ:

“ოკუპაცია გრძელდება! რუსეთმა საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე ტერიტორიების, ოფიციალურად რუსეთის ტერიტორიებად გამოცხადება დაიწყო! რეესტრში დაარეგისტრირა საზღვარზე მდებარე კონკრეტული ტერიტორია!

აშკარად საქართველო ჩიხშია. დიპლომატიური მოლაპარაკებებით შედეგი არ გვაქვს, ძალით ვერაფერს ვერ გავხდებით, ევროპა სულ შეშფოთებული იქნება, ბორდერიზაცია და ჩვენი დაჩმორება გრძელდება, ომის დაწყება მიგვიყვანს ყველაზე ცუდ შედეგებამდე! ფაქტიურად გამოსავალს არ გვიტოვებენ რომ მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება.

ჩემთვის მიუღებელია რუსების ბოგინი საქართველოში!

1. რატომ დადიან რუსული ნომრებით მანქანები? როდესაც ადამიანებს სოფლებიდან გვტაცებენ რუსები?

2. რატომ უშვებთ ამდენ რუს ტურისტს, როდესაც ყოველ დღე ახალი ღობე კეთდება საქრთველოს შუა გულში?

3. ფრენას როდესაც კრძალავენ და გვტუქსავენ როგორც ჩმორებს და ზემოდან გიყურებენ როგორც არარაობებს, ჩვენ რატომ უშვებთ რუსებს საქართველოში? იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც დაგვიხოცეს ამდენი ხალხი?

რუსეთი ოკუპანტია! ვინც მათ გამართლებას ეძებთ, ყველა ჩვენი ქვეყნის მტრები ხართ!

სანამ რუსებს თავს ვუხრით, სანამ ვუმღერით, სანამ უცეკვებთ და ტაშ ფანდურს ვუმართავთ, სანამ კომფორტს ვუქმნით ამ ხალხს და ისე ვხვდებით თითქოს ამათზე სასურველი სტუმარი ჯერ არ ჩამოსულა საქართველოში, მანამდე ვიქნებით დაჩმორებულები!

ის, რასაც ამ წლების განმავლობაში ვუყურებთ, არ არის ქართველი კაცის და ქართველი ქალის პასუხი! ეს არის ჩმორი ადამიანების პოზიცია!