აბაშაში უნიკალურ სასახლეს ანადგურებენ

აბაშაში უნიკალურ სასახლეს ანადგურებენაბაშაში ცნობილი ქართველი მეცენატის აკაკი ხოშტარიას მიერ აგებულ უნიკალურ სასახლეს ანადგურებენ.

ინფორმაციას ოთარ კობახიძე ავრცელებს:

“ცნობილი ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლე სუჯუნაში, (აბაშის რაიონი.)

წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და აქამდე იმყოფებოდა სახელმწიფო კუთვნილებაში, თუმცა ამ უნიკალურ შენობას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება.

შევიტყვეთ საგანგაშო ინფორმაცია, რომ სასახლე გადასცეს საპატრიარქოს. ამჟამად შესულები არიან დედები, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შენობას ამზადებენ მეუფის რეზიდენციისთვის. ჩამოხსნილია უნიკალური ბარელიეფები და მიმდინარეობს შენობის უხეში გადაკეთება.

კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს კულტურის სამინისტროსგან სასწრაფო, ქმედითი ზომების მიღებას ძეგლის გადასარჩენად! გოგი ხოშტარია.“