16 აგვისტო, 2019

25.000 ევრო ნინო ხარატიშვილს

25.000 ევრო ნინო ხარატიშვილსგერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერალ ნინო ხარატიშვილს კიდევ ერთი დიდი წარმატება ხვდა წილად.

იგი შილერის ხსოვნისადმი დაწესებული პრიზის გამარჯვებული გახდა და 25.000 ევრო მოიგო.

სოლიდური ფულადი ჯილდო ნინო ხარატიშვილს 14 ნოემბერს შტუტგარტის ლიტერატურულ სახლში საზეიმოდ გადაეცემა.