10 ივლისი, 2019

ზვიად გამსახურდიას უმნიშვნელოვანესი წერილი აფხაზეთზე

ზვიად გამსახურდიას უმნიშვნელოვანესი წერილი აფხაზეთზესაქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი აფხაზეთზე, რომელიც მან ფიზიკოს ანდრეი სახაროვს მისწერა, დღესაც აქტუალურია:

“…თქვენს მიერ “ოგონიოკში” გაკეთებული განცხადებით დაამტკიცეთ, რომ არ იცით ტერმინ “აფხაზეთის” მნიშვნელობა და არც ის, თუ რა მიმართება გააჩნია მას ტერმინ “საქართველოსთან”.

რათა არ შეგაწყინოთ თავი სხვადასხვა ისტორიკოსების ნაშრომთა ციტირებით, კვლავ დავეყრდნობი დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას:

,,ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუა ხანებში დაიწყო ადგილობრივი ეთნიკური ტიპის ჩამოყალიბება. აფხაზეთი მაშინ კოლხიდის, ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელმწიფოს, ნაწილს შეადგენდა”.
ასე რომ, როგორც ხედავთ, აფხაზეთი ძველთაგანვე საქართველოს ნაწილი იყო.

კიდევ მეტი, აფხაზეთად იწოდებოდა დასავლეთ საქართველო, ზოგჯერ – მთელი საქართველოც, როგორც, მაგალითად, ნიზამი განჯელის ცნობილ პოემა “ისკანდერ ნამეში” (XII ს.), სადაც აფხაზეთის (საქართველოს) დედაქალაქად დასახელებულია ტფილისი.

ასე რომ, აფხაზეთი საქართველოს მეორე სახელია, ისევე როგორც ალბიონი – მეორე სახელია ინგლისის!”