Walt Disney Company CIS-ის კახაბერ აბაშიძე უხელმძღვანელებს

Walt Disney Company CIS-ის კახაბერ აბაშიძე უხელმძღვანელებსWalt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორი კახაბერ აბაშიძე იქნება.

www.thewaltdisneycompany.eu-ის ინფორმაციიით მან კომპანია Disney-ში მუშაობა 2008 წელს დაიწყო და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოციზია დაიკავა.

5 წლის განმავლობაში იგი Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე მუშაობდა იტალიაში, საბერძნეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

კახაბერ აბაშიძე კომპანიაში მისვლამდე მუშაობდა Fox International Channels-ის მენეჯერად, 7 წლის განმავლობაში კი Jetix Europe-ს კომერციული დირექტორი იყო.