5 ივლისი, 2019

“ვეფხისტყაოსნის” ავთანდილის ჯადოსნური მუზარადი ამაზონზე

"ვეფხისტყაოსნის" ავთანდილის ჯადოსნური მუზარადი ამაზონზეშოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი გმირის – ავთანდილის მუზარადი ამაზონზე იყიდება და 20.99 დოლარი ღირს.

“ავთანდილის ჯადოსნური მუზარადი” – ასე უწოდა თავის ნამუშევარს ხელოვანმა დავით მაჭავარიანმა:

“ჩვენ, ქართველები, ისე ცოტანი ვართ ამ ქვეყანაზე, რომ უკლებლივ ყველა გაჩენის დღიდანვე შეიძლება ჩავითვალოთ გმირებად!

ყველას თავისი საგმირო საქმე აქვს შესასრულებელი ღმერთის, თავისი თავის, ოჯახის, ქვეყნის, ერის ან თუნდაც დედამიწის წინაშე.

ყოველივე მოვდივართ ამ ქვეყანაზე სიკეთისთვის, მშვიდობისთვის და ნათელი მომავლისთვის.

მაგრამ დგება ჟამი და მოულოდნელად ქაჯეთის ციხე გვაქვს ასაღები, სწორედ მანდ ღმერთის რწმენით, მეგობრობის, ნდობის, ერთმანეთის მხარდაჭერის და სათითაოდ უნიკალურობის და ამიტომ ერთმანეთის ძვირფასეულობის განცდის პატვისცემისგან, მოქსოვილი ჯადოსნური აბჯარია საჭირო!

ამგვარად წარმოგიდგენთ ავთანდილის ჯადოსნურ მუზარადს მაისურზე, წარწერით:

“ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია” – რუსთველი

მხოლოდ ამაზონზე.”