14 ივლისი, 2019

ვასიკო ოდიშვილმა საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურა

ვასიკო ოდიშვილმა საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურამსახიობმა ვასიკო ოდიშვილმა საყოველთაო მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. ამის მიზეზი მის საავტორო გადაცემაში “ვასმედია” გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც ხელოვანმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გულწრფელად და ყოველგვარი იუმორის გარეშე ისაუბრა.

ვასიკოს იუმორისტული გადაცემის ეთერი სერიოზულმა თემამ დაიკავა. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ასეთი განცხადების გაკეთება საზოგადოების უმრავლესობამ გაბედულ ნაბიჯად ჩათვალა და მსახიობს უსიტყვოდ დაეთანხმა.