10 ივლისი, 2019

უსიამოვნო სიურპრიზი ნინო ქათამაძეს რუსეთისგან

უსიამოვნო სიურპრიზი ნინო ქათამაძეს რუსეთისგანმომღერალ ნინო ქათამაძეს რუსეთში სანქციებს უწესებენ.

სენატორმა ალექსეი პუშკოვმა სათათბიროს სხდომაზე განაცხადა, რომ სურს ნინო ქათამაძეს რუსეთში შესვლაზე სანქციები დაუწესდეს:

“ჩვენ თავის დროზე დავაწესეთ შეზღუდვები რუსეთში შემოსვლასთან დაკავშირებით იმ უცხოელი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ანტირუსული რუსოფობიული განცხადებებით.

ჩემი აზრით, ნინო ქათამაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ ეზიზღება რუსეთი, მაგრამ ჩამოდის ჩვენთან, ატარებს კონცერტებს და შოულობს ფულს, არის ამორალური და ცინიკური.

გთავაზობთ, დავაწესოთ შეზღუდვები მის რუსეთში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ვმოქმედებთ ყველა იმ პიროვნების მიმართ, ვინც რუსოფობიული გამონათქვამებით გამოირჩევა.”