15 ივლისი, 2019

უფლისციხეში თამარის დარბაზი ვანდალებმა “გაალამაზეს”

უფლისციხეში თამარის დარბაზი ვანდალებმა "გაალამაზეს"უფლისციხეში თამარის დარბაზი “მდიდარია” ვანდალური წარწერებით. ვანდალთა შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. მათ შორის ცნობილი რუსი ბარიტონი ლეონიდ იაკოვლევი, ცნობილი რუსი გეოლოგი მიხეილ შვეცოვი…

ვლასი ვაწაძე:

“უფლისციხე. თამარის დარბაზი. თამარის დარბაზი “მდიდარია” ვანდალური წარწერებით. ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს.

დარბაზში ვხდებით რუსულენოვან წარწერებსაც, მათ შორის ვინმე მ. შვეცოვისა. მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ეს შვეცოვი, ცნობილი გეოლოგია, რომელიც იკვლევდა ცარცულ პერიოდს, 1910-1915 წლების პერიოდში იმოგზაურა საქართველოში, იკვლევდა აფხაზეთს და ამ მოგზაურობის დროს ეწვია უფლისციხეს, სადაც საკუთარი სახელი და გვარი ამოკაწრა თამარის დარბაზში…

ლ. იაკოვლევი 1884 წელი. უფლისციხე. თამარის დარბაზი. ცნობილი რუსი ბარიტონი, რომელმაც საკუთარი სახელი და გვარი თამარის დარბაზში კედელზე ამოკაწრა!”