8 ივლისი, 2019

უპასუხეთ ბექა გოჩიაშვილის მთავარ კითხვას!

უპასუხეთ ბექა გოჩიაშვილის მთავარ კითხვას!მუსიკოს ბექა გოჩიაშვილის მთავარი კითხვა ქართული საზოგადოებისადმი არჩილ ტატუნაშვილს უკავშირდება – ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით?

ბექა გოჩიაშვილი:

“ვერასდროს, ვერანაირად, ქართველი ვერ იქნება პროვოკატორი რუსეთთან. მითუმეტეს დღევანდელ პოლიტიკაში. ემოციურად ვინმე თუ იუზრდელებს პირდაპირ ეთერში, ვლადიმერს ძალიან კიდია. გაბუნია ძალიან პატარა საზომია რუსეთისთვის, იმათთან შედარებით, ვისგანაც დაუნდობელ კრიტიკას და ხშირად უტაქტო განცხადებებს იღებს, სხვადასხვა ქვეყნის პრესისგან და ტელევიზიისგან.

ყველაზე უტიფრობად ის მიმაჩნია, გაბუნიას გინებით რო ხართ პატრიოტულად შეშინებულები და ამ დროს, რაც რეალურად საშიში იყო: 2 კვირის უკან – რუსი დეპუტატი გვეჯდა პარლამენტში და რჩევა-დარიგებებს იძლეოდა.

ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით? რამოდენიმე ათასობით ხალხი იყო ქუჩაში გასული საქართველოში რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგის არ შეგვშინებია, გაბუნია ჩესტზე ვის შეეხო მაგრა კიდია რუსეთს, დამიჯერეთ.

Relax”