24 ივლისი, 2019

უახლესი ამბები დავით გარეჯიდან

უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დავით გარეჯთან დაკავშირებითდავით გარეჯიდან უახლეს ამბებს დავით ქაცარავა გვაწვდის:

“გარეჯი. 24.07.2019

ჩვენო საპატრულო ჯგუფი ბრუნდება მორიგი პატრულირებიდან.

სიტუაცია იგივეა, რაც იყო 22.07.2019.. განსხვავება ისაა, რომ აზერბაიჯანელები კიდევ უფრო ზრდიან სამხედრო ბაზას უდაბნოს მონასტრის მისადგომებთან.

თორემ დანარჩენი უცვლელია – ყველაფერი გადაკეტილია, ჩიჩხიტური, აღდგომის ტაძართან მისასვლელი ბილიკები, უდაბნოს მონასტერზე ხომ აღარც ვსაუბრობთ, ამ ტერიტორიას აზერბაიჯანელები ღიად უწოდებენ აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას. თან არა რიგითი აზერბაიჯანელები, არა. ოფიციალური ბაქოს წარმომადგენლები.

ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც აზერბაიჯანული ოფიციოზი პირდაპირ აფიქსირებს ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას. მეტიც, შემოგვისიეს აზერბაიჯანელი ტროლბოტები და სიტყვას ბანზე გვიგდებენ – კარგად მოიქეცით, თორემ ძველ აზერბაიჯანულ რუკებს გადმოვიღებთ და იქ თბილისიც კი აზერბაიჯანული ქალაქია.
ყოველდღე ისტერიულად ვეძებთ ჩვენი მთავრობის რაიმე პასუხს მაინც. ამაოდ.

მკაცრად გასაიდუმლოებულია ჩვენი მთავრობის და სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა. რატომ?
სიურპრიზს გვიმზადებთ და ბერთუბანსაც დაგვიბრუნებთ?

თუ ამზადებთ შემხვედრ მოთხოვნას საინგილოსთან დაკავშირებით, 2021 წელს ხომ ვადა გასდის იმ ხელშეკრულებას, რომლითაც რუსებმა გადასცეს ჩვენი მიწა-წყალი აზერბაიჯანს.

გულწრფელად გეტყვით, არ მჯერა. ნეტა ვცდებოდე და ყველაფერი ისე იყოს, როგორც ზემოთ დავწერე.
დრო გვაჩვენებს, როგორ იბრძვის ჩვენი ხელისუფლება გარეჯისთვის.

თუ ვინმეს იმედი აქვს რომ ჩვენ დავიღლებით და ყურადღებას მოვადუნებთ, ვერ დაგავმშვიდებთ.
ვიქნებით მუდამ იქ, სადაც ჩვენ ქვეყანას ვჭირდებით.

გარეჯი საქართველოა.
გარეჯს ვერავის გავატანთ.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ძალა ერთობაშია.”