ტრაგედია ჯაბა ბოჯგუას ოჯახში

ტრაგედია ჯაბა ბოჯგუას ოჯახშიმომღერალ ჯაბა ბოჯგუას ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

მომღერლის ბებია, რომელიც მოწყალებას ითხოვდა და შვილს და შვილიშვილს ასე ეხმარებოდა, დღეს დილით გარდაიცვალა.

ჯაბას მარჩენალი და ერთადერთი ფენია ბებია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო, აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა. 83 წლის ფენია ბებია კლინიკაში იმყოფებოდა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პ.ს. ჯაბა ბოჯგუას ოჯახს ძალიან უჭირს. ისინი ნაქირავებში ცხოვრობენ, მომღერალი უკვე წლებია კომაშია, მისი დედა მანანა გვასალია ვერ მუშაობს, რადგან შვილის დატოვება არ შეუძლია, მას მოხუცებული დედა ეხმარებოდა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა.

თუ გაქვთ სურვილი, ამ გაჭირვების დროს მცირედით დაეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას დედას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

საბანკო კოდი – TBGBGE22
მიმღების დასახელება -მანანა გვასალია;
საბანკო ანგარიში- GE26TB7447145061600017
სს „ თიბისი ბანკი“-TBC BANK;
ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ
დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას 0901 700 039