თინათინ მღვდლიაშვილი – გამოიღვიძეთ, ქართველებო! 

თინათინ მღვდლიაშვილი - გამოიღვიძეთ, ქართველებო! პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ქართველებს გამოღვიძებისკენ მოუწოდებს:

“გამოიღვიძეთ, ქართველებო. მზე მოიტაცეს!.. საქართველოს იერუსალიმს – დავითგარეჯას, ეკლესიის, ხელისუფლებისა და ქართველი ერის დახმარება სჭირდება!..

გამოიღვიძეთ!.. ურჯულოები კვლავ ეთამამებიან V! საუკუნეში, წმინდა მამა დავითის, წმინდა დოდოსა და წმინდა ლუკიანეს მიერ დაარსებულ სამონასტრო კომპლექსს! წმინდა ილარიონ ქართველისა და დავით აღმაშენებლის ვაჟის, დემეტრეს ნაღვაწსა და ნაოფლარს!..

მონასტერთა კედლებიდან სევდიანად იმზირებიან წმინდა თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის, დემეტრე თავდადებულისა და დავითგარეჯას სხვა ქტიტორთა საოცარი ფრესკები!.. ბორგავს ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერის, მეიგავის, ლექსიკოგრაფის, მთარგმნელისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის სული!.. 1698 წელს, დავით გარეჯში აღიკვეცა ბერად საქართველოს დიდი ჭირისუფალი და სახელად ეწოდა საბა!..

თათრები ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამ დიდებულ მარგალიტს ,,ქეოქდალს” ანუ ,,მღვდლის მთას” უწოდებენ. მერედა, რა ესაქმებათ, ურჯულოებს, მღვდლის მთაზე?!.

გამოიღვიძეთ, ქართველებო!..გამოიღვიძე საქართველოს მართლმადიდებელო ეკლესიავ! გამოიღვიძე, ხელისუფლებავ! ერო და ბერო! გამოიღვიძეთ, უსაქმურო, მცონარა, ქართველთა სისხლით გაუმაძღარო ,,პოლიტიკოსებო”! ქართველი მესაზღვრეების საწუხარი, სატკივარი და სადარდელი თქვენს ოჯახებს!

გამოიღვიძეთ! მზე მოიტაცეს, ქართველებო!”