თეონა კონტრიძისთვის ნამდვილად არ იყო ადვილი ყირიმში 14 კონცერტზე უარის თქმა, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს:
“14 კონცერტზე მომიწია უარის თქმა ყირიმშმი. ყველამ იცის, რომ მე ყირიმში არ ვიმღერებ. ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ, მე რომ ვიმღერო ყირიმში, წმინდა გიორგი, რომლის ხატის წინაც ყველაზე ხშირად ვლოცულობ, არასდროს არ დამიბრუნებს აფხაზეთს. მე გაგრას სუნით ვგრძნობ დღემდე მგონია ასე.
იმიტომ კი არ ვამბობ უარს, რომ გმირი ვარ, ჩემი ბალანსი მაქვს ღმერთთან და ჩემი რაღაცეების მჯერა. ვიცი, ერთხელ რომ მოვცურდე, თავს მოვიკლავ. როგორც მუსიკოსი, თავს დავმარხავ და აღარასდროს აღარ გავალ სცენაზე!”