8 ივლისი, 2019

თეონა კონტრიძის მიმართვა: “ჩართეთ ტვინი!”

თეონა კონტრიძის მიმართვა: "ჩართეთ ტვინი!"მომღერალ თეონა კონტრიძის მიმართვა საზოგადოების იმ ნაწილს ეხება, რომელიც ემოციას ვერ უმკლავდება და ამასობაში ტვინის ჩართვა ავიწყდება:

“გუშინდელით აღშფთებული დღემდე ვერ დავოკდი. მიუხედავად ყველაფრისა, დავაფიქსირებ ჩემს აზრს. არც ერთ ქვეყანას არ შეიძლება მართავდეს ერთი ძალა. მოგწონთ ეს თქვენ თუ არა – უნდა არსებობდეს ბევრი პოზიცია. ნაცი, ქოცი, ევრო, აზია, ზინა, კუკური, ჯაზი, როკი, ტრეშ-მეტალი. ესაა დემოკრატია.

რუსთავი ორი არ არის გიორგი გაბუნია და მისი რეაქტიული ოხუნჯობები და ამორალური ეპატაჟი. რუსთავი 2 კიდევ უამრავი ადამიანია, რომელიც თავდადებულად ასრულებს თავის საქმეს. არ შეიძლება რუსთავი 2-ის გაუქმება ისევე, როგორც არ შეიძლება ქართული ოცნების გაუქმება.

იბადება, მე მჯერა, რომ იბადება ახალი დემოკრატიული კულტურა. ამ გზაზე იქნება ეპატაჟიც, ვნებათაღელვაც და უზნეობაც, მაგრამ უნდა დაისაჯოს მხოლოდ დამნაშავე, კანონით და ცივად, ემოციის გარეშე.

პასიონარულობა არ შეიძლება იქცეს ერის დაავადებად. გამორთეთ ემოცია და ჩართეთ ტვინი, ერთხელ მაინც! გინება არაა გამოხატვის თავისუფლება, გინება უზრდელობაა, საშინელებაა, აღვირახსნილობაა, მაგრამ კანალის დახურვაც დემოკრატიასთან არაფერ შუაშია.

ჩვენი ძალაა კონსტიტუცია და მას დავეყრდნოთ. და კიდევ ერთი! მე ბოდიშს არავის არ ვუხდი სხვის გამო. შვილის გამოც კი. მუდმივი კარნავალი არ დამთავრდება თუ ტვინი არ ჩაირთო!”