15 ივლისი, 2019

თეონა კონტრიძე სასამართლოში ჩივილს აპირებს

თეონა კონტრიძე სასამართლოში ჩივილს აპირებსმომღერალი თეონა კონტრიძე სასამართლოში ჩივილს აპირებს. ხელოვანი აცხადებს, რომ მასზე ნადირობა დაიწყო.

ამ განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისი “ინტერვიუ”, რომელიც სინამდვილეში მისი არ არის:

“ეს ინტერვიუ ჩემი არაა! მე ეს ინტერვიუ არ მიმიცია. ეს ტყუილია. დეზინფორმაციაა. აფერიზმია. ამ სიტყვების წყობას არა აქვს კავშირი ჩემთან. თბილისში ჩამოსვლისთანავე გიჩივლებთ და დავახურინებ თქვენს მატყუარა რესურსს!

ვგრძნობ, დაიწყო ჩემზე ნადირობა… აუ, ზაფხულმა ჩანვლოს და ჩემდა თავად მანდ ფეხის ჩამომდგმელის…”