12 ივლისი, 2019

ტარიელ ჭანტურიას გზავნილი ქართველებს

ტარიელ ჭანტურიას გზავნილი ქართველებსპოეტ ტარიელ ტანჭურიას გზავნილი ქართველებთან თავისი ლექსებით მიაქვს:

“სიყვარული? – ხურავს! სიძულვილი – ტეხავს! –
სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს…
გიყვარდეთ და გწამდეთ! – გევედრებით ყველას! –
ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას!…
სიძულვილი – ტეხავს! სიყვარული – ხურავს!
ხედავთ? – აქეთ – თამარს, იქით – დიდ მოურავს!
პატარა კახს… დიდგორს… ვაჟას იას, დეკას…
სიყვარული – ხურავს… სიძულვილი – ტეხავს…
სიძულვილს არც ძმა ჰყავს და არც ძუძუმტე ჰყავს…
არ გადაშლის ოთხთავს… ყურს არ უგდებს ყურანს…
სიძულვილი – ყრუა! სიძულვილი – ტეხავს…
სიყვარული ბრმაა! სიყვარული – ხურავს…
ხედავთ? – ნეფერტიტის უცხო თავსაბურავს!
ხედავ? – თუში ქალის ცრემლით ნაქსოვ თექას!
არა თრობა არ ჯობს მიჯნურობის ბურანს! –
სიყვარული – ხურავს! სიძულვილი – ტეხავს…”