სოლიდური ფულადი ჯილდო ლევან კოღუაშვილს

სოლიდური ფულადი ჯილდო ლევან კოღუაშვილსრეჟისორ ლევან კოღუაშვილს სოლიდური ფულადი ჯილდო იერუსალიმში გადაეცა.

ქართველი რეჟისორის ახალი ფილმის პროექტი “მეოთხე ბრაიტონი” მონაწილეობდა სემ შპიგელის კინოლაბორატორიაში. სექცია work in progress-ში დაწესებული ორი ჯილდოდან ორივეს მფლობელი ქართული კინოპროექტი გახდა.

ლევან კოღუაშვილს გადაეცა ჟიურის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი და ფრანგული სადისტრიბუციო კომპანია ARP Selection-ის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი. ARP Selection-მა კი ფილმის ფრანგული კინოგაქირავების უფლებები მოიპოვა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი ამერიკელი და ევროპელი პროდიუსერები, ფესტივალებისა და კინოკომპანიების დირექტორები, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალის დირექტორი კიმ იუტანი და Sony Picture Classic-ის წარმომადგენელი მაიკლ ბარკერი.