5 ივლისი, 2019

სოლიდარობა ნინო სუხიშვილს!

სოლიდარობა ნინო სუხიშვილს!ანსამბლ “სუხიშვილების” ერთ-ერთ ხელმძღვანელს ნინო სუხიშვილს ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოლიდარობას უცხადებს.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ნინო სუხიშვილის განცხადების – ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს! – შემდეგ, მთელი სალიბერასტეთი ნინო სუხიშვილს ფაშისტს უწოდებს:

“არადა, ეს ჭეშმარიტი მართლმადიდებლის განცხადება!

„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას!“
ამასაც ნინო სუხიშვილი ამბობს!

ასე უნდა ფიქრობდეს ყველა ჭეშმარიტი ქართველი!…

…გეი-სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი, ლევან აკინი ამბობს, რომ სუხიშვილების ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში თქვა.

ანუ ამ გაურკვეველი წარმომავლობისა და ორიენტაციის არსებამ ,,სუხიშვილები” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემასთან დააბეზღა ,,ჰომოფობიაში”!

აკინის განცხადებით, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ:

“ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”

ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ,” – ამბობს აკინი და აღნიშნავს, რომ ეს ეფექტი გავრცელდა და მათ ფილმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგეს.

ბრავო სუხიშვილებო!
გფარავდეთ ღმერთი!”