1 ივლისი, 2019

საზოგადოების კრიტიკა გელა დაიაურს

საზოგადოების კრიტიკა გელა დაიაურსპოეტ გელა დაიაურს საზოგადოების კრიტიკა ხვდა წილად. ამის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში დადებული ფოტო გახდა:

“ვცდილობდი, პასუხი არ გამეცა ჩემს ხუმრობით დადებული სურათზე აგორებული ამბებისთვის.. ახლა კი მოგმართავთ “კლავიატურის” საქართველოვ, როგორც ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა გიწოდათ. მეთერთმეტე დღეა აქციაზე დავდივარ… გაარკვიეთ და იკითხეთ, სად ვმუშაობ.. რას ვაკეთებ.. ვის ვეჭიდავები… ცალი თვალიდან მხედველობა არ მაქვს და ვხუმრობდი აქციაზე, საღ თვალს დავხუჭავ და შევვარდები პარლამენტში თქო.. ეს სურათიც ამ ხუმრობის გაგრძელებად ჩავთვალე… (მაპატიონ, იმ ადამიანებმა, ვინც დაზარალდა, მაგრამ მათ გამო ვარ აქციაზე).

თქვენ კი… ვინც ინტერნეტში და კომპიუტერებთან ხართ ვაჟკაცები… შეგიძლიათ, მომწეროთ… (რამდენიმეს მივწერე, მაგრამ არ მპასუხობენ ჯერჯერობით)..

P.S. რამ გაგაბოროტათ? რამ გადაგაგვარათ ასე? ღმერთის არ გეშინიათ? მეცოდებით, დედას გეფიცებით, თუ არ მეცოდებოდეთ…

მანდილოსნებო, გინება ქართველ კაცს არ უხდება და უშვერი სიტყვების ხმარებია.. თქვენ კიდე მოგიღიათ პირები და საქვეყნოდ წერთ ისეთ სიტყვებს, ქალს კი არა, კაცს რომ ღირსებას უკარგავს. იქნებ არც უნდა მეპასუხა თქვენთვის, იმიტომ რომ არ ღირხართ პასუხად, მაგრამ მინდა ერის ჯანსაღმა ნაწილმა იცოდეს ჩემი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებსთან დაკავშირებით. თქვენსავით ფეისსტატუსებით და აქ ჭორაობით არ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას.. მე იქ ვდგავარ, სადაც საჭიროა…”