რას ერჩით სვანეთს?!

რას ერჩით სვანეთს?!– რას ერჩით სვანეთს?! – კითხულობს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი და თავის გულისტკივილს საზოგადოებას უზიარებს:

“ხელები შორს სვანეთისაგან, საქართველოს მტრებო!.. რას ერჩით სვანეთს?.. რას ერჩით დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას?! დაგრისხოთ წმინდა გიორგიმ, მოღალატეებო! რუსეთის იმპერიის მონებო!.. და ავაზაკებო!.. ქურდბაცაცებო!.. ქართველთმჟლეტნო! ქართველთ მოძულენო!.. შევარდნაძის წიწილებო!.. ჭუბერის ხეობაში ჩასახრჩობებო! მძულხართ!.. და ჩემს კეთილ გულს რომ ასნებოვანებთ, ჩემს სულს რომ ამღვრევთ, ათასგზის მძულხართ!

ქვეგამხედვარნო, ავადმზერნო. ქვემძვრომნო! თქვენ, ვისაც არ გიყვართ ჩემი საქართველო!.. თქვენ, ვინც ნადიდგორალ ქართველ ერს ურჯულოები შემოუსიეთ და დაამცირეთ ქართველ მეფეთა სისხლით მონაპოვარი ისტორია!..

გუშინ – მშიერ-ტიტვლებო და დღეს – მაძღრებო! სულითა და ხორცით მახინჯებო, უფლის მოძულენო, მამათმავლებისა და დედათმავლების უფლებათა დამცველებო! ქართველი ვაჟკაცებისა და ქართველი ქალების მოძულენო!.. ქართული ოჯახების წინააღმდეგ მებრძოლნო! ბრძოლაში ლაჩრებო, საბრალო ქალაჩუნებო! საქართველოს მტრების წინაშე სამარცხვინოდ დაოთხილებო, უძლურებო, ღირსებააყრილებო!

საქართველოს სატკივარი და ადიდებული მდინარეების მრისხანება თქვენს ოჯახებს!.. მთის მდინარეებთან თამაში, თქვენს გამოთაყვანებულ ცოლებთან თამაში გგონიათ?!.

მაშ, ლამარიას რიდი და შიში არ გაქვთ?!. ლამარია ვინმე ლამარა არ გეგონოთ, მარიამ ღვთისმშობელია, უგუნურნო და უვიცებო!.. გეშინოდეთ!.. გეშინოდეთ!.. გეშინოდეთ!.. ცისა და მიწის დედოფლის გეშინოდეთ!.. ქართველი ერის გეშინოდეთ!..”