10 ივლისი, 2019

რა წერია აფხაზეთზე ვიკიპედიაში?

რა წერია აფხაზეთზე ვიკიპედიაში?რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, აფხაზეთზე ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

როგორც პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ გერმანელების დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია აცხადებს, რომ ეს არის პროპაგანდისტული ომი და ის დიდი ხანია დაიწყო:

“ვინც პუტინის გუშინდელ განცხადებაზე აფხაზეთის გაყალბებულ ისტორიასთან დაკავშირებით აღშფოთებულნი ხართ, მინიმუმ ვიკიპედია გახსენით ჯერ ინგლისურად შემდეგ რუსულად  და მიხვდებით, რომ ეს პროპაგანდისტული ომი დიდი ხანია დაიწყო.

ამიტომ ისევ ვიმეორებ – ასეთ გამოხდომებს უპირისპირდებიან საქმით: უფრო მეტი რესურსი ინტერნეტში აფხაზეთზე, მეტი წიგნი უცხოურ ენაზე, მეტი სამეცნიერო სტატია, მეტი დოკუმენტური ფილმი, მათ შორის BBC- ზე და ასე შემდეგ..”