12 ივლისი, 2019

რა დაებედა ნიკო გომელაურს 12 ივლისს?

რა დაებედა ნიკო გომელაურს 12 ივლისს?”თორმეტ ივლისს დამებედა…” – წერდა თავის ერთ-ერთ ლექსში ნიკო გომელაური და საკუთარ დაბადების დღე ორიგინალური რითმებით გვიყვებოდა:

“ვინ დამბადა ასე ფლიდი, ასე წყნარი,
ასე დიდი, ასე ცუდი ასე კარგი.
ვინ მასწავლა ასი დარგი…
ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას
და მიწუნებს ცოლად ყველას…
ვინ ჩამარტყავს თავში უროს,
ასე ჩემთან სხვა ვინ ხუმრობს.
ან იმ ღამეს ვინ გამათბობს
მე ჭაღარა რომ დამათოვს.
ვის დაუთმობს ზედმეტ სიტყვას
ვერც ავუხსნი, როგორ მიყვარს.
ვინ იქნება მუდამ ახლოს,
მაშინაც კი, შორს თუ სახლობს.
ვინ იქნება? ვინ და დედა..
თორმეტ ივლისს დამებედა…”